5 საათის და 2 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ბარსელონას ფეხბურთელი: "ხვიჩა ხუთეულში უნდა ყოფილიყო"

"ბარსელონას“ ნახევარმცველმა გავიმ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შემდეგ მხარდაჭერა გამოუცხადა და ქართველი ფეხბურთელი განსაკუთრებულად შეაქო.

„კვარაცხელია, როგორც ფეხბურთელი, ძალიან მომწონს. ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი მისი თამაშით. 

"ტრავმის გამო ვწუხვარ და მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ეს მარტივი არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უფრო ძლიერი დაბრუნდება.

"ჩემი აზრით, ის „ოქროს ბურთის“ საუკეთესო ხუთეულში უნდა იყოს, რადგან საოცარი სეზონი ჩაატარა. მიხარია, რომ ნომინანტებს შორის მოხვდა, რადგან ვფიქრობ, ამას ნამდვილად იმსახურებს“, - განაცხადა გავიმ DAZN-თან საუბრისას.