ხვიჩა კვარაცხელიას დედა, მაკა ლუკავა სოციალურ ქსელში წერს:
„ყველას დიდი მადლობა ხვიჩას სიყვარულისთვის და გამხნევებისთვის. ხვიჩას უფალმა არგუნა ის ბედი, რასაც გადის - წარმატებაც და განსაცდელიც, უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება და ისევ გაგახარებთ, როგორც აქამდე. მადლობა! ამაყი ვარ შენი სიძლიერით, დედი!“