4 საათის და 9 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

სიაში საქართველო ბოლო ადგილზეა! - ჩვენმა შანსებმა ძალიან მოიკლო

როგორც მოგეხსენებათ, ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან 0:1 დამარცხდა.

საგულისხმოა, რომ ამ წაგბეამ ჩვენი ნაკრები ძალიან დააზარალა. 

ცნობილი საფეხბურთო სიმულატორი და ანალიტიკური საიტი footballranked.com მიიჩნევს, რომ ნებისმიერი მეთოდით ევრო 2028-ის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსები 54 ქვეყანას შორის ყველაზე მეტად I ტურმა საქართველოს დაუზარალა - 7.8%-ით, ეს კი საკმაოდ დიდი პროცენტული მაჩვენებელია.

მითითებულ ცხრილში 43 ქვეყანაა, რომელთათვისაც ეს მაჩვენებელი რომელიმე კუთხით შეიცვალა. დადებითი კუთხით ცხრილის სათავეში ჩვენი მომავალი მეტოქე უკრაინაა, ხოლო მესამე ადგილზე, პირველ ტურში საქართველოს ნაკრების დამმარცხებელი ჩრდილოეთ ირლანდიაა. უკრაინელთა შანსებმა 6.7%-ით მოიმატეს, ხოლო ჩრდილოირლანდიელთა - 5.8%-ით. 

მეორე ადგილზე ამ კუთხით ჩვენი ჯგუფის კიდევ ერთი წევრი უნგრეთია - 6.7%-ით დაზარალდა მხოლოდ ერთ ტურში, თუმცა მათი შანსები მაინც სოლიდურად რჩება - 50%-ზე მეტია. აღსანიშნავია, რომ შანსების მატების მიუხედავად, საქართველოს გასვლა ევრო 2028-ზე ჯერაც უფრო სავარაუდოა (24.5%), ვიდრე ჩრდილოეთ ირლანდიის (22%).

გთავაზობთ სრულ სიას: