როგორც მოგეხსენებათ, ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები უკრაინას უმასპინძლებს.
უკრაინელთა თავკაცმა, სერგეი რებროვმა ჩვენი გუნდის შესახებ ისაუბრა:
"ვფიქრობ, ყველა გუნდი ძლიერია. სამწუხაროდ, ისევ საქართველოს წინააღმდეგ გვიწევს თამაში, თუმცა ვფიქრობ, თანაბარი ჯგუფია. საჭიროა, რომ მოვემზადოთ და მაღალ დონეზე ვიასპარეზოთ.
ყველაზე უსიამოვნო მეტოქე რომელია? არ ვიცი. არ მინდოდა, უნგრეთთან მოვხვედრილიყავით, მაგრამ ვითამაშებთ და ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. უნგრეთი ჩემთვის უცხო ქვეყანა არ არის, მაგრამ არ ვიცი, იქ როგორ მიმიღებენ. მხოლოდ ჩემს გუნდზე ვფიქრობ.“