ტუნისური გამოცემა, NoussourTN-ი საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის შესახებ წერდა.
წყაროს ცნობით, ტუნისის ნაკრები ფრანგ სპეციალისტს იწვევდა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.
აფრიკის თასზე მალისთან მარცხის შემდეგ ტუნისი ახალი მთავარი მწვრთნელის მოძებნას შეუდგა.
"ტუნისის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა, ბელჰასენ ბელსამრამ აღნიშნა, რომ სანიოლისა და შადლის დუეტი ფვორიტად მიიჩნეოდა, თუმცა გადამწყვეტი პრობლემა ხელფასის საკითხი გახდა.
ვილი სანიოლმა მაღალი ანაზღაურება მოითხოვა. ადელ შადლის ენთუზიაზმისა და ეროვნულ ნაკრებში მისვლის გულწრფელი სურვილის მიუხედავად, მან ვერ შეძლო სანიოლის დარწმუნება, შეემცირებინა მოთხოვნები“, – წერს ტუნისური გამოცემა.