3 საათის და წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ვილი სანიოლი: "რა შეიცვლება ჩემი წასვლით?"

როგორც მოგეხსენებათ, ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებს აღარ გაწვრთნის.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთთან 0:4 მარცხის შემდეგ ფრანგმა სპეციალისტმა წასვლის თემაზე ისაუბრა:

“ყოველთვის გულწფელად ვსაუბრობ. არ მგონია, ჩემი წასვლა გამოსავალი იყოს, რადგან ახალი მწვრთნელი ვერ მოაგვარებს პრობლემებს ჩემზე სწრაფად.

რამდენიმე მოთამაშემ ამოწურა საკუთარი თავი ეროვნულ ნაკრებში - განსაკუთრებით, დაცვის ხაზში. ძლიერი დაცვის ხაზის შექმნას დრო სჭირდება, ჯადოქარი არ ვარ.

მარტში უკეთესი გუნდი ვიქნებით, სექტემბერში კი კიდევ უფრო უკეთეს საქათველოს ნაკრებს იხილავთ.” - განაცხადა ვილიმ.