9 საათის და 22 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

რა მოხდა მაშინ, როცა საქართველოს ნაკრებს სვანაძემ უხელმძღვნელა

როგორც მოგეხსენებათ, ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებში რამაზ სვანაძემ შეცვალა.

21-წლამდელთა გუნდის ყოფილ თავკაცს ეროვნულ ნაკრებში თამაშში აქამდეც უხელმძღვანელია.

ეს მოხდა 2020 წელს, როდესაც დაკავებული თანამდებობა ვლადიმერ ვაისმა დატოვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2020/21 წლის სეზონის უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ესტონეთს დაუპირისპირდა. "დინამო არენაზე" გამართული მატჩი ჩვენი გუნდის უპირატესობით წარიმართა და გატანილი გოლების გარეშე ფრედ - 0:0 დასრულდა. მთელი მატჩის განმავლობაში სათამაშო უპირატესობას ქართველი ფეხბურთელები ფლობდნენ, მეტოქის კართან რამდენიმე რეალური საგოლე მომენტიც შეიქმნა, თუმცა გოლი არ გასულა.

ესტონეთთან ჩატარებული მატჩი პრესკონფერენციაზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა, რამაზ სვანაძემ შეაფასა:

რამაზ სვანაძე: "რა თქმა უნდა, ესტონეთთან საკუთარ მოედანზე ნათამაშები შედეგით მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობას ვფლობდით, არც მე და არც გუნდი კმაყოფილები არ ვართ და არც უნდა ვიყოთ. მატჩის მიმდინარეობას სრულად ვაკონტროლებდით და უპირატესობა ჩვენი იყო, რაც დაგვაკლდა ეს იყო ხარისხი შეტევაში, განსაკუთრებით დამამთავრებელ ფაზაში.

ძალიან რთული შეკრება გამოვიდა, სამწუხაროდ დაიმსხვრა ჩვენი ოცნება და ფეხბურთელებთან ერთად, ჩვენ ყველანი სტრესულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. მაგრამ პირველ პრესკონფერენციაზეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ არავისთვის სასარგებლო არაა უკან ყურება, ახლა მთავარია წინ ვიყუროთ. რაც ზუსტად ვიცი არის ის, რომ ამ გუნდს პერსპექტივა აქვს, იმედი მაქვს, მომავალში ყველაფერი კარგად იქნება და ოცნებას ყველანი ერთად ავიხდენთ."