ცნობილმა ქალმა ფეხბურთელმა, ალიშა ლემანმა DirTea Talk პოდკასტში განაცხადა, რომ ერთ-ერთმა ცნობილმა ფეხბურთელმა ერთი ღამის სანაცვლოდ 100 000 ფრანკი შესთავაზა.
"მაიამიში ვიყავი, ჩემს საყვარელ ადგილას. მეგობრებს კლუბში შევხვდი. მობილურზე შეტყობინება მივიღე, რომელზეც არ მიპასუხია, თუმცა შემდეგ იმავე პიროვნებამ ჩემს პირად მცველს მისწერა.
"შეტყობინება ცნობილმა ფეხბურთელმა გამომიგზავნა, რომელსაც ადრე წვეულებაზე შემთხვევით შევხვდი. შეტყობინებაში ეწერა: "ალიშას 100,000 შვეიცარიულ ფრანკს გადავუხდი მასთან ერთი ღამის გატარებაში. ჩემი პასუხი ასეთი იყო: არავითარ შემთხვევაში! და ასე ცოტა? მხოლოდ 100,000?
"მის ვინაობას ნამდვილად ვერ დავასახელებ, მაგრამ ის საერთაშორისო დონეზე ძალიან, ძალიან ცნობილი ფეხბურთელია", - თქვა ლემანმა.