4 საათის და 45 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

როგორც მწვრთნელი, ვცდილობ, ეს გავაკეთო" - ლუის ენრიკე

ლიგა 1-ის მე-5 ტურში მარსელმა პარი სენ-ჟერმენს უმასპინძლდა.

მატჩი პარიზელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ ლუის ენრიკემ მედიასთან ისაუბრა.

"მატჩი ზუსტად ისე წარიმართა, როგორც დაგეგმილი გვქონდა - ბევრი სირთულით, როგორც ეს ყოველთვის ხდება გასვლითი თამაშების დროს. ყველა ამბობს, რომ „ველოდრომზე“ თამაში მარტივია, მაგრამ ეს ადვილი ამოცანა სულაც არ არის. 

"ვეცადეთ ჩვენი თამაში გვეჩვენებინა. პირველ ტაიმში ნაკლები მომენტი შევქმენით, რადგან მეტოქე ძალიან კარგად თამაშობდა. შემდეგ, მეორე ტაიმში გარკვეული კორექტივები შევიტანეთ და შედეგად, მეორე ნახევარი შესანიშნავი გამოვიდა.

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოთამაშეების გამხნევება მოედნის კიდიდან, რადგან სატურნირო ცხრილში ისეთ პოზიციაზე ვართ, რომელსაც არ ვართ მიჩვეულები, მაგრამ მთავარი მაინც „ლე კლასიკის“ მოგება იყო. ჩვენი გულშემატკივრებისთვის „კლასიკო“ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია და ამას კარგად ვაცნობიერებდით. 

"როგორც მწვრთნელი, ვცდილობ გუნდს ის მივცე, რაც ჩემი აზრით იმ მომენტში სჭირდება. თუ ვგრძნობ, რომ მეტი ენერგიაა საჭირო, ჩემთვის ამის ჩვენება რთული არ არის. აი, სიმშვიდის შენარჩუნება და ჩვენება - შესაძლოა ცოტა უფრო რთული იყოს", - თქვა ენრიკემ.