ფროზინონეს ქართველი შემტევი, გიორგი კვერნაძე სასწაულ ფორმაში შევიდა - ქართველმა ამჟამად კომოს კარი აიღო.
კვერნამ სერია ა-ს ბოლო 3 მატჩში მოახერხა გოლის გატანა და გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ყალიბდება.
ქართველმა ვინგერმა კომოს წინააღმდეგ 80 წუთი ითამაშა.
გამოცემა Sofascore-მა კვერნაძის თამაში 8,3 ქულით შეაფასა, რაც მოედანზე მეორე საუკეთესო შედეგია.
უმაღლესი ქულა (9,8) ფროზინონეს მეკარემ, ლორენცო პალმისანიმ დაიმსახურა, რომელმაც 7 სეივი შეასრულა.