პარის სენ-ჟერმენში სეზონის განახლების შემდეგ გარკვეული მოდუნება შეინიშნება, რაც წინა სეზონთან შედარებით ყოველდღიურ მუშაობაში ნაკლები სიმკაცრით გამოიხატება.
L’Équipe-ის ინფორმაციით, შექმნილმა ვითარებამ ლუის ენრიკე და მისი სამწვრთნელო შტაბი აიძულა, ფეხბურთელების მართვის მიდგომა შეცვალონ, რათა გუნდში მუდმივად შეინარჩუნონ მაღალი მოთხოვნები და ფეხბურთელები ზეწოლის ქვეშ ჰყავდეთ.
ესპანელი სპეციალისტი სეზონის განმავლობაში კონკურენციის კიდევ უფრო გამკაცრებასა და წნეხის გაზრდას ცდილობს და ფეხბურთელებისგან მუდმივად მაქსიმალურ ჩართულობას მოითხოვს.