1 საათის და 38 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

VIDEO: ჟორჟი გუნდელს დაუპირისპირდა - რა მოხდა ვილიარეალის მატჩში

ლა ლიგის მორიგ ტურში გიორგი მიქაუტაძის ვილიარელმა სტუმრად მალაგა 1:3 დაამარცხა.

ჟორჟი მოედანზე 63-ე წუთზე გამოვიდა და ერთხელ ძელს გაარტყა.

საინტერესო ეპიზოდი 86-ე წუთზე მოხდა, როცა მალაგას კარში პენალტი დაინიშნა და მიქაუტაძეს გეიემ არ დაარტყმევინა.

ამასთან დაკავშირებით ვილიარეალის თავკაცმა, ინიგო პერესმა ისაუბრა:

"თუ მოედანზე ჟერარდ მორენო არ არის, მაშინ მე ემოციების მომხრე ვარ, ემოციებისა და კონტექსტის - დაე, სიტუაციის მიხედვით გადაწყვიტონ ფეხბურთელებმა. მე დღეს ვნახე პენალტის დარტყმის ორი მსურველი. არა მგონია, ამას გაგრძელება მოყვეს".

აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძემ თანაგუნდელთან ერთად გოლი არ აღნიშნა.