1 საათის და წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებს ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გამოაკლდა

ირაკლი აზაროვი ტრავმის გამო სექტემბერი-ოქტომბრის სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს - იტყობინება Geo Team.

წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელმა უკრაინის თასის მატჩში მუხლის დაზიანება მიიღო და სავარაუდოდ, 1 თვეს გამოტოვებს.

შესაბამისად, ვილი სანიოლს სანაკრებო სიაში ცვლილების შეტანა მოუწევს.