ფრანგული გამოცემა, LeParisien პარი სენ-ჟერმენის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც მოგეხსენებათ, ოქროს ბურთის დაჯილდოვება ნელ-ნელა ახლოვდება და "კამპანიების" აგორებაც იწყება.
წყაროს ცნობით, პსჟ-ს გადაწყვიტა, რომ საკუთარი ოქროს ბურთის კამპანია ორი ფეხბურთელის, უსმან დემბელესა და ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო ააგოს.
შეგახსენებთ, რომ პარიზული გუნდიდან ამ ჯილდოზე 10 ფეხბურთელია წარდგენილი.
ცნობისთვის, ცერემონია 26 ოქტომებრს ლონდონში გაიმართება.