გიორგი მამარდაშვილის ლივერპულმა ინგლისის ლიგის თასზე ტოტენჰემი 3:1 დაამარცხა.
ქართველმა მეკარემ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია, ხოლო ბოლო წუთებზე, როცა ანგარიში 2:1 იყო, ომარ მარმუშს ურთულესი ბურთი აუღო, რამაც პრაქტიკულად ლივერპულს შემდეგი ეტაპის საგზური მოუტანა.
შეხვედრის შემდეგ მერსეიაიდელთა თავკაცმა, არნდონი ირაოლამ მედიასთან ისაუბრა.
"მართალია, ბევრი ცვლილება განვახორციელე, მაგრამ ვფიქრობ, ეს აუცილებელი იყო, რადგან ცოტა ხნის წინ დავინახეთ, რომ ენერგია გვაკლდა და „ახალი ძალები“ გვჭირდებოდა. კმაყოფილი ვარ, რადგან ყველა ფეხბურთელმა მაღალი ტემპი და აგრესიულობა შემოიტანა თამაშში.
"ვფიქრობ, მატჩის ბევრი კომპონენტი კარგად შევასრულეთ. ასევე მიხარია, რომ გავიმარჯვეთ და მომდევნო ეტაპზე გავედით.
"ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ შეცვლის მომენტში ფეხბურთელი უკვე დაღილილი იყო: ტრეი [ნიონის] კუნთები ეჭიმებოდა, რიო [ნგუმოჰას] სირბილის ძალა აღარ ჰქონდა, იგივე მდგომარეობაში იყო [ჯეიმს] მაკკონელიც. როცა ასე ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ მოედანზე თავიანთი მაქსიმუმი გაიღეს. ისინი განსაკუთრებით ენერგიულად გამოიყურებოდნენ, გამოირჩეოდნენ ორთაბრძოლების მოგების სურვილითა და მეტოქისთვის საკუთარი ყოფნის შეგრძნების ძალით. მიხარიოდა მათი ამბავი", - თქვა ირაოლამ.