თორნიკე კვარაცხელიას ტრანსფერით ლონდონის „ჩელსი“ ინტერესდება. ინფორმაციას TEAMtalk ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 16 წლის ქართველი ვინგერის მიმართ პრემიერ ლიგის კლუბების მხრიდან ინტერესი იზრდება.
„ჩელსი“ და „ტოტენჰემი“ ამ ეტაპზე ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ კლუბებად სახელდებიან, ხოლო თორნიკე კვარაცხელია ამჟამად თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავს.
აქვე გეტყვით, რომ თორნიკეს მიმართ პრემიერ ლიგის გუნდების ინტერესი რამდენიმე კვირის წინ სხვადასხვა წყაროებმაც დაადასტურა.