2 საათის და 31 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

ლუის ენრიკე: "მათ კონკურენციის პრიობებში რთული პერიოდი აქვთ"

საფრანგეთის ლიგა 1-ის მეოთხე ტურში პსჟ გასვლაზე ბრესტს დაუპირისპირდა.

აღსანიშნავია, რომ მატჩი პარიზელთა გამარჯვებით 0:1 დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ ლუის ენრიკემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"ვფიქრობ, სამივე თავდამსხმელისთვის რთული მატჩი იყო. ვეცადეთ თავი სხვა კუთხით წარმოგვეჩინა, ვიდრე ამას ჩვეულებრივ ვაკეთებთ. მათ კონკურენციის პრიობებში რთული პერიოდი აქვთ. არ მინდა მხოლოდ ორ ან სამ მოთამაშეზე ვისაუბრო, უბრალოდ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი დონის თავდამსხმელები მყავს. 

"მათთვის რთული იქნება მუდმივად თამაში, ეს შეუძლებელიც კია, რადგან წინ ბევრი მატჩია. როდესაც ჩვენნაირ გუნდს ყველა ტიტულის მოგება სურს, გუნდში ბევრი ალტერნატივა უნდა გქონდეს.

"მთელი სეზონის განმავბლობაში ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი ვერავინ იქნება", - თქვა ლუის ენრიკემ.