5 საათის და 55 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

“ასეთი რამ არასდროს მინახავს..” - რით გააოცა დემბელემ ხვიჩა

ხვიჩა კვარაცხელიამ უსმან დემბელეზე ისაუბრა და ფრანგი თანაგუნდელის შესაძლებლობები გამოარჩია. 

ქართველი ფეხბურთელის თქმით, დემბელეს ორივე ფეხით თამაში და ბურთის კონტროლი განსაკუთრებულია.

„როცა აქ მოვედი, ყველაფერი მოვიგეთ და უსმანმა „ოქროს ბურთი“ მოიგო, ვუთხარი, რომ აქ იმისთვის მოვედი, რათა მას „ოქროს ბურთისა“ და ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დავხმარებოდი.

"მისი ძლიერი ფეხი? მგონი, ეს ღმერთმაც კი არ იცის. მისი რომელი თვისება მინდა, რომ მქონდეს? ორივე ფეხით თამაშის უნარი, ბურთის შენარჩუნების და მასთან ერთად აჩქარების უნარი. 

"მსგავსი რამ აქ მოსვლამდე არასდროს მინახავს. მისი ტალანტი სხვა დონეზეა“, - განაცხადა კვარაცხელიამ.