ხვიჩა კვარაცხელიამ განმარტა, რატომ თამაშობს მოედანზე ხშირად მოკლე, ჩამოწეული წინდებით.
"ნაპოლის“ შემადგენლობაში ჩემი პირველი მატჩის დროს, დაახლოებით 35-ე წუთზე, ნერვიულობა დამეწყო. რადგან ეს ჩემი პირველი შეხვედრა იყო, შესაძლოა, ვღელავდი.
"ვიფიქრე, რომ წინდების ჩამოწევა ამ სტრესის მოხსნაში დამეხმარებოდა.
"შემდეგ კი გპ;ო გავიტანე! მივხვდი, რომ ეს ჩემთვის იღბლიანი აღმოჩნდა და მას შემდეგ წინდები ასე მაქვს", - განაცხადა კვარაცხელიამ The Athletic-თან საუბრისას.
კვარაცხელიას „ნაპოლიში“ დებიუტი 2022 წლის აგვისტოში „ვერონასთან“ შედგა და ქართველმა ფეხბურთელმა იმ შეხვედრაში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.