ხვიჩა კვარაცხელიამ მედიასთან საუბრისას საინტერესო დეტალი აღნიშნა.
ქართველმა ფეხბურთელმა ფაბიან რუისზე საუბრისას ესპანელი ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტს შეადარა და მისი სათამაშო ინტელექტი გამოარჩია.
"როცა ფეხბურთს უყურებ, ვერ ხედავ ბუსკეტს, მაგრამ როცა უყურებ ბუსკეტს, ხედავ ფეხბურთს. ეს ფაბიან რუისის შემთხვევაშიც ასეა“, - განაცხადა კვარაცხელიამ.