2 საათის და 42 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"ჩემი აღნიშვნა სწორედ აქედან მოდის" - ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარი

ხვიჩა კვარაცხელიამ „Ice in my veins“ გოლების აღნიშვნის ისტორიაზე ისაუბრა. 

საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავის თქმით, აღნიშნული ჟესტი კალათბურთიდან, კერძოდ კი NBA-დან მოდის.

„საიდან მოდის „Ice in my veins“ აღნიშვნა? კალათბურთიდან. აშრაფთან ერთად NBA-ს ვთამაშობდით და ერთხელ ვუთხარი, რომ თუ გოლს გავიტანდი, ამ აღნიშვნას გავაკეთებდი, რომელიც NBA-ის მოთამაშეებისგან მოდის. 

"ამის შემდეგ კი უბრალოდ გავაგრძელე“, - განაცხადა კვარაცხელიამ The Athletic-თან საუბრისას.