1 თვის და 3 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

კვარა: "ლუის ენრიკე? სინამდვილეში ის ასეთი მწვრთნელია..."

ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ მიცემულ ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიამ ლუის ენრიკეს შესახებ ისაუბრა:

"ის არაჩვეულებრივი ადამიანია. არასდროს მინახავს, მწვრთნელს ასეთი ურთიერთობა ჰქონდეს თავის მოთამაშეებთან. ის ყოველთვის მომღიმარი და პოზიტიურია.

ძალიან გამიმართლა, რომ აქ მოვედი. ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო გადაწყვეტილებაა - ამბობს კვარა.