ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შემდეგ პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, მოგებული მატჩი შეაფასა:
"თითქმის ყველაფრით კმაყოფილი ვარ. ჩემპიონთა ლიგაზე პარკ დე პრენსის ატმოსფერო ყოველთვის გამორჩეულია.
"ერთადერთი უარყოფითი გოლის გაშვებაა, მაგრამ მთლიანობაში, ძალიან ბედნიერი ვარ. ვფიქრობ, ყველას აქვს ამ გუნდის რწმენა, განსაკუთრებით ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებსაც ესმით, რომ სეზონის განმავლობაში რთულ პერიოდებსაც გავივლით.
"დემბელე? ფეხბურთელი, რომელმაც დღეს ყველაზე მეტად გამაოცა, უსმანია! რა ინტენსივობა იყო ბურთით თუ ბურთის გარეშე… ამის ყურება ნამდვილი სიამოვნებაა.
"ძალიან მსიამოვნებს მისი ყოველ დღე ხილვა იმავე ამბიციით, რასაც ამ ბოლო სამი წლის განმავლობაში აჩვენებს", - თქვა ენრიკემ.