პარის სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, საკუთარი გუნდის ის ოთხი ფეხბურთელი დაასახელა, რომლებსაც მისი აზრით, ოქროს ბურთის მოგება შეუძლიათ.
"კვარა უმაღლესი კლასის ფეხბურთელია და მას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია. იგივეს თქმა შემიძლია ვიტინიაზე, რუისსა და დემბელეზეც.
"როდესაც დემბელესადმი მიძღვნილი სიმღერა, "Ousman Ballon D'or" მესმის, ვფიქრობ, რომ მომავალში, ის ამ პრიზს კიდევ მოიგებს", - თქვა ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგო სკამზე დატოვა.