8 საათის და 17 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"მან ოქროს ბურთის უნდა მოიგოს, შენ კი სკამზე სვამ. გაგიჟდი?" - პსჟ-ს ფანები ენრიკეს კვარას გამო გაუბრაზდნენ

ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველ შეხვედრაში ტურნირის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე დასვა.

ესპანელის გადაწყვეტილებას სლოვანთან მატჩისთვის ძალიან დიდი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა ფრანგი ქომაგებისგან:

"როცა ოქროს ბურთის კანდიდატს და ლიდერს სკამზე სვამ, ესეიგი, გუნდში შიგნით რაღაც რიგზე ვერ არის"

"ეს რა არის, ენრიკეს გადაწყვეტილებები უკვე მაოცებს"

"მან ოქროს ბურთის უნდა მოიგოს, შენ კი სკამზე სვამ. გაგიჟდი?"

"ერთ თვეში მხოლოდ ერთი თამაში მოვიგეთ და კვარას ისევ არ ენდობა, უცნაურია"

"სლოვანთანაც კი გაგვიჭირდება"