„პარი სენ-ჟერმენის“ შემტევმა უსმან დემბელემ 2026 წლის Ballon d'Or-ის საკუთარი ფავორიტების სამეული დაასახელა.
მოქმედმა გამარჯვებულმა ხვიჩა კვარაცხელია, ჰარი კეინი და კილიან მბაპე გამოარჩია.
„ჩემი ტოპ 3? ყველაფერი ერთმანეთშია — ხვიჩა კვარაცხელია, ჰარი კეინი, რომელმაც ძალიან, ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა და ვფიქრობ, კილიან მბაპეც“, — განაცხადა დემბელემ L'Équipe-სთან ინტერვიუში.
ფრანგმა ასევე აღნიშნა, რომ კანდიდატებს შორის მაიკლ ოლისე, ლამინ იამალი, ფაბიან რუისი და უილიან პაჩოც იმსახურებენ ყურადღებას.