თურქეთის სუპერლიგის მე-4 ტურში, საკუთარ მოედანზე „გაზიანთეფთან“ შეხვედრაში პირველ 10 წუთში მიღებული 2-0 დეფიციტის შემდეგ, „გოზთეფეს“ ფანებმა ქართველი მეკარე ლუკა გუგეშაშვილი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. ყვითელ-წითელი გუნდის ქომაგები სტვენით ხვდებოდნენ მეკარის ყოველ შეხებას ბურთთან. მას შემდეგ, რაც ტაიმის ბოლოს ანგარიში 4-0 გახდა, ტრიბუნებმა მთელ გუნდს უსტვინეს და ტაშით პროტესტი გამოხატეს.
სუპერლიგის მე-4 ტურში, საკუთარ მოედანზე „გაზიანთეფის“ წინააღმდეგ პირველ 10 წუთში გაშვებული ორი გოლი გულშემატკივრებისთვის ცივი შხაპი აღმოჩნდა. მათი რისხვის მთავარი სამიზნე ახლადდამატებული მეკარე ლუკა გუგეშაშვილი გახდა. ქართველs, რომელიც გასულ კვირას „გალათასარაისთან“ 3-2 წაგებულ მატჩში საგოლე შეცდომების გამო უკვე გააკრიტიკეს, პირველ 10 წუთში გაშვებული ორი გოლის შემდეგ ბურთთან ყოველ შეხებაზე უსტვენდნენ. ფანები აკადემიის აღზრდილისა და სათადარიგო მეკარის, არდა ოზჩიმენის მხარდამჭერ შეძახილებს სკანდირებდნენ და ნათლად აფიქსირებდნენ, რომ ქართველი გუგეშაშვილის თამაში არ სურდათ.
მას შემდეგ, რაც „გოზთეფემ“ 31-ე წუთზე, VAR-ის გადამოწმების შედეგად დანიშნული პენალტი ვერ გამოყენა, უკმაყოფილება ქართველი გუგეშაშვილიდან მთელ გუნდზე გავრცელდა. 34-ე წუთზე კოზლოვსკის მიერ გატანილი „გაზიანთეფის“ მესამე გოლის შემდეგ, მთელმა სტადიონმა დაიწყო „გოზთეფეს“ ფეხბურთელების სტვენა. ტრიბუნები შეურაცხმყოფელი შეძახილებით აგუგუნდა: „გაიხადეთ მაისურები და წადით“.
პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში „გაზიანთეფმა“ კოზლოვსკის კიდევ ერთი გოლით ანგარიში 4-0 გახადა. ფანებმა ამ გოლს ტაშით პროტესტით უპასუხეს, ტრიბუნების ნაწილმა კი სტადიონის დატოვება პირველი ტაიმის დასრულებამდე დაიწყო.
მთავარმა მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვმა მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეცვალა მოედანზე ყველაზე მეტად გაკრიტიკებული მოთამაშე ლუკა გუგეშაშვილი და მის სანაცვლოდ მოედანზე არდა ოზჩიმენი შეიყვანა.