3 საათის და 53 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

რა უპასუხა კვერნაძემ იტალიელ ჟურნალისტს, როცა მან ნაკრებში ძირითადში თამაშზე ჰკითხა

ფროზინონესა და საქართველოს ნაკრების შემტევმა, გიორგი კვერნაძემ თავის გუნდს სერია ა-ში ვენეციას წინააღმდეგ ბოლო წუთებზე მოაგებინა.

მატჩის შემდეგ მას იტალიელმა ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რატომ არ თამაშობს ის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში.

რაზეც გიორგის პასუხი ასეთი იყო:

“ჩემს პოზიციაზე ნაკრებში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს, თუმცა იმედია, მალე მოედანზე ერთად ბევრ დროს გავატარებთ.

ხვიჩა ჩემი მეგობარია. ის ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებს, რადგან საუკეთესოა.” - თქვა კვერნაძემ (Geo Team).