50 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

დემბელე ენრიკესგან ამას არ ელოდა! - რა მოხდა მონაკოსთან მატჩში

უსმან დემბელე გაკვირვებული დარჩა, როდესაც ლუის ენრიკემ „მონაკოსთან“ მატჩში ის სათადარიგოთა სკამზე დატოვა. 

ფრანგი შემტევი სრულფასოვანი დასვენების შემდეგ მოელოდა, რომ შეხვედრას სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებდა.

დემბელემ მატჩში მონაწილეობა 68-ე წუთიდან მიიღო. ლუის ენრიკემ კი გადაწყვეტილება ფეხბურთელის სათამაშო დროის ეტაპობრივად გაზრდით ახსნა და აღნიშნა, რომ დემბელემ სეზონის დასაწყისში ორი სუპერთასის შეხვედრის ჩატარების შემდეგ დასვენება მიიღო.