ლუის ენრიკემ მონაკოსთან მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
მან თამაშის გარდა თავის კონტრაქტის განახლებაზე ისაუბრა:
"თუ გსურთ სანაძლეო დადოთ იმაზე, თუ ვინ გახდება საფრანგეთის ჩემპიონი 🇫🇷 სეზონის ბოლოს… შეგვიძლია დავნაძლევდეთ.
ეს პირველი შემთხვევაა ჩემს კარიერაში, როდესაც ერთ კლუბში ასე დიდხანს ვრჩები. უფრო მეტად ვარ მოტივირებული, ვიდრე პირველ წელს - ეს ჩემთვის უცნაურია.
ვიმედოვნებ, აქ დიდხანს დარჩენას შევძლებ, თუმცა ეს უნდა დამსახურო. იმედი მაქვს, ჩემზე დაკისრებულ ამოცანებს თავს გავართმევ."
შეგახსენებთ, რომ ესპანელმა სპეციალისტმა პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2030 წლამდე გაახანგძრლივა.