უსმან დემბელემ განმარტა, თუ რატომ აღნიშნა გოლი ხვიჩა კვარაცხელიას პატივსაცემად მსოფლიო ჩემპიონატზე:
„კვარაცხელია წარმოუდგენელი ფეხბურთელია, რომლის თანაგუნდელობაც უდიდესი სიამოვნებაა. მისი ყოფნა კლუბში [პსჟ] არის მიზეზი იმისა, რომ განსაკუთრებულები ვართ და ევროპის უმაღლეს დონეზე ვიმარჯვებთ. ის თავისთავად ძალიან ტექნიკური და შესანიშნავი მოთამაშეა. როდესაც მან ეს აღნიშვნა ნახა, ძალიან გაუხარდა.
მან ტელეფონით მითხრა: „მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ჩემი ოცნებაა და შენ აჩვენე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის, როგორც ფეხბურთელისთვის. ეს არა მხოლოდ ჩემი, არამედ ყველა მოთამაშის ოცნებაა — ითამაშოს ან მონაწილეობა მიიღოს ამ ტურნირში“.
მას შემდეგ, რაც ეს მითხრა, გავიაზრე, თუ რას ნიშნავს ეს მისთვის. მისნაირ წარმოუდგენელ მოთამაშეს სჭირდება ეს მომენტი საკუთარი ტალანტის დასამტკიცებლად. მე მას ვუთხარი, რომ წინ კიდევ ერთი ტურნირია და 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ოდესმე აუცილებლად შევხვდებით.
შესაძლოა, ის ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბია, ვისთან ერთადაც ჩემს კარიერაში მითამაშია. მიუხედავად იმისა, რომ მითამაშია დუესთან, ბარკოლასთან, მბაპესთან (როგორც თავდამსხმელთან) და ბევრ სხვა მოთამაშესთან, კვარაცხელია ჩემთვის მაინც ერთ-ერთი ფავორიტია“.