4 საათის და 38 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

“საუკეთესო ხარ” - კვარას კომენტარი ილიას პოსტზე

ილია თოფურიას პოსტზე, რომლითაც ის საჯარო სივრცეში ოფიციალურად დაბრუნდა, ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარი გამოჩნდა - "საუკეთესო ხარ"

ილია შვილისადმი მიძღვნილი წერილით დაბრუნდა:

"უგო, ბოლო დღეებია სულ შენზე მეფიქრება. იმაზე, თუ რას განიცდიდი, როდესაც ჩემი მარცხი დაინახე. მესმის, რომ ამის ყურება შენთვის ძალიან მძიმე იქნებოდა და როგორც მამა, ყველაფერზე წავიდოდი, ოღონდ კი ამ ტკივილისგან დამეცავი. თუმცა, მეორე მხრივ, ბედნიერი ვარ, რომ ეს სირთულე ერთობლივად გადავლახეთ, ვინაიდან იმ გამოცდილებამ ორივე გაგვაძლიერა

მსურს, ცხოვრების ბოლომდე გახსოვდეს: სულ გამარჯვებული ვერ იქნები და ამაში საგანგაშო არაფერია. არსებითი თავად წაგება კი არა, ისაა, თუ როგორ იღებ ამ მარცხს. როგორი ადამიანი ხარ მაშინ, როცა შენ გარშემო წყვდიადია და როცა არჩევანის წინაშე დგახარ - დანებდე თუ ფეხზე წამოდგე

დარწმუნებული ვარ, უფალმა ეს განსაცდელი იმ გაკვეთილის მისაღებად მომივლინა, რასაც წარმატება ვერასდროს მასწავლიდა. კერძოდ იმის გასააზრებლად, რომ პიროვნული სიმტკიცე გამარჯვებების ფონზე კი არ ყალიბდება, არამედ ყველაზე მძიმე წუთებში იჩენს თავს

და იცი, რას მივხვდი? ამ ურთულესი პერიოდის გავლის მერე ბევრად უფრო მტკიცე ვარ, ვიდრე ოდესმე 

ვყოფილვარ. რადგან ნამდვილი ჩემპიონი ის კი არაა, ვინც არასდროს ეცემა, არამედ ის, ვინც ყოველთვის პოულობს ძალას, რომ ისევ ფეხზე დადგეს

მხოლოდ ერთ რამეს გისურვებ: არა მუდმივ პირველობას, არამედ წაგების მიმართ შიშის არქონას. არცერთ მარცხს არ მისცე უფლება, განსაზღვროს შენი პიროვნება, რადგან შენს ვინაობას მხოლოდ შენ თავად ირჩევ

და რა სირთულეც არ უნდა შეგხვდეს, მუდამ იცოდე - ის უმთავრესი გამარჯვება, რომელსაც ვერასდროს ვერავინ წაგართმევს, შენი შეუდრეკელი ხასიათია".