მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ფეხბურთელი ანდრეი კანჩელსკისი Euro Football-თან ინტერვიუში მიშელ პლატინის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის აზრითაც, წელს "ოქროს ბურთის" მოგებას ხვიჩა კვარაცხელია შეძლებს.
"ეს მისი აზრია, ყველას თავისი მოსაზრება აქვს. პლატინისთან კამათი სისულელეა, რა საჭიროა? ყველას აქვს საკუთარი აზრი და შეუძლია, ის საჯაროდ გამოხატოს. პლატინი უბრალოდ პიროვნებაა, ფრანგი. ვფიქრობ, ჩვენც გვყავდა "ოქროს ბურთის" კანდიდატები ერთ დროს, მაგალითად არშავინი.
მაგრამ რთულია, როცა მსოფლიო ჩემპიონატზე არ თამაშობ. თუ ნაკრები ვერ მონაწილეობს და ჯგუფიდანაც ვერ გადის, ამ ჯილდოს მოგება რთულია. ამიტომ ვფიქრობ, ხვიჩა კანდიდატია, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვა, არ მგონია, რომ ჯილდოს მოიგებს.
საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ან მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალამდე რომ მიეღწია, ხვიჩა "ოქროს ბურთს" 100 პროცენტით მოიგებდა. თუმცა ყველას თავისი აზრი აქვს და პლატინის მოსაზრებას არ შევეკამათები", - თქვა კანჩელსკისმა.