როგორც მოგეხსენებათ, სექტემბრის სანაკრებო პაუზა ახლოვდება.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის B2 ჯგუფში იასპარეზებს.
ჩვენი მეტოქეები უკრაინა, უნგრთი და ჩრდ. ირლანდია იქნებიან.
ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის დამატებითი შანსის მოსაპოვებლად საქართველომ ამ ჯგუფში პირველი ადგილი უნდა დაიკავოს.
თუ ჯვაროსნები ევროაზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ვერ მოხვდებიან, მათ ერთა ლიგის პლეი-ოფიდან ექნებათ შანსი, ისე როგორც 2024 წელს მოხდა.
ცნობილია მატჩების თარიღები:
25.09 საქართველო VS ჩრდ. ირლანდია
28.09 საქართველო VS უკრაინა
02.10 უნგრეთი VS საქართველო
05.10 ჩრდ. ირლანდია VS საქართველო
14.11 საქართველო VS უნგრეთი
17.11 უკრაინა VS საქართველო
აღსანიშნავია, რომ ჯვაროსნები პირველ საშინაო მატჩს ჩრდ. ირალნდიის წინააღმდეგ უმაყურებლოდ გამართავენ.
ეს გადაწყვეტილება უეფამ სომხეთთან მატჩის შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო მიიღო.