1 საათის და 11 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"2 წელი საუკეთესო ცხოვრებით" - ხვიჩა დამიანეს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პსჟ-ის ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას და მისი მეუღლის, ნიცა თავაძის ოჯახში დღეს სადღესასწაულო განწყობაა. მათი ვაჟი, პატარა დამიანე იუბილარია. ის ორი წლის გახდა.

წყვილი შვილის დაბადების დღეს სოციალურ ქსელში პოსტებით გამოეხმაურა. ნიცა თავაძემ ინსტაგრამის სთორიში შვილის რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, მათ შორის კადრები სამშობიაროდან და მათი პირველი დღეებიდან. "ორწლიანი სიყვარული, რომელმაც შეცვალა ჩემი არსებობის ყოველი ნაწილი", - წერს ნიცა თავაძე.

ხვიჩა კვარაცხელიამაც გააზიარა შვილთან ერთად გადაღებული  ფოტო და დაწერა: "2 years of living best life". ფეხბურთელი ხშირად აღნიშნავს, რომ შვილის დაბადებამ მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა და ახალი მოტივაცია მისცა.


Facebook კომენტარები