ვინაიდან და რადგანაც იბერია 1999 ევროპა ლიგაზე გასვლისთვის იბრძვის, დინამო თბილისთან 23 აგვისტოს გასამართი მატჩი გადადებულია.
დინამო ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს:
"23 აგვისტოს გასამართი ეროვნული ლიგის მატჩი იბერიასთან, ჩვენი კლუბების შეთანხმებით გადადებულია.
თბილისური გუნდი 20 აგვისტოს პოლონეთში გამართავს მატჩს და დედაქალაქში 22 აგვისტოს დაბრუნდება. აღნიშნული თამაში 4 ოქტომბერს სანაკრებო პაუზის პერიოდში ჩაინიშნება", - წერს დინამოს ოფიციალური გვერდი.
შეგახსენებთ, რომ იბერიასა და იაგელონიას პირველი მატჩი 20 აგვისტოს პოლონეთში გაიმართება.
თბილისში განმეორბით შეხვედრას კი 27 აგვისტოს უნდა ველოდოთ.