რუსეთში მოღვაწე სომხური წარმოშობის სპორტულმა ჟურნალისტმა, ნობელ არუსტამიანმა კახა კალაძესთან ინტერვიუ ჩაწერა, რომლის ნაწყვეტიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
"მე ერთ ჭკვიანურ რაღაცას გეტყვით, ოღონდ, არ გაბრაზდეთ, მხითარიანი კვარაცხელიაზე უკეთესია..." - თქვა არუსტამიანმა.
კალაძეს ჟურნალისტის ამ ნათქვამზე გაეღიმა და თავი გააქნია.