პარის სენ-ჟერმენსა და ზაიონ სუზუკის შორის დაგეგმილი ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პსჟ-სა და „პარმას“ შორის იაპონელი მეკარის ტრანსფერზე 35 მილიონ ევროდ ზეპირი შეთანხმება უკვე მიღწეული იყო. თუმცა გარიგება ფეხბურთელის მხარეს წარმოქმნილი პრობლემების გამო საბოლოოდ ჩაიშალა.
რომანოს ცნობით, პსჟ-მ სუზუკის იტალიიდან წამოსაყვანად კერძო თვითმფრინავიც კი გაგზავნა, თუმცა ამის მიუხედავად შეთანხმება ვერ შედგა.
სუზუკი ამჟამად ახალ წინადადებებს განიხილავს. იაპონელი მეკარის მიმართ ინტერესს შორის „ასტონ ვილაც“ იჩენს, რომელიც სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.