4 საათის და 12 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

“სამწუხაროა, რომ ეს ვერ ვნახეთ” - CBS-ის ანალიტიკოსის განცხადება ხვიჩაზე

CBS-ის ანალიტიკოსმა მაიკ გრელამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

"სიგიჟედ ჟღერს, თუმცა ვფიქრობ, ის კიდევ ახალ დონეზეა ასული. სამწუხაროა, რომ მისი ტალანტი მსოფლიოზე ვერ ვიხილეთ.

"ბურთთან ერთად არაპროგნოზირებადია. ორივე ფეხს კარგად ხმარობს, ორივე მხარეს შეუძლია წასვლა. ბურთის გარეშე კი რასაც აკეთებს მაგალითია ყველა ფეხბურთელისთვის.

"ზოგი გაიტანს 2-3 გოლს და ფიქრობს, რომ თავის საქმე შეასრულა. კვარა კი ორივე მხარეს ბევრს მუშაობს. მას ზუსტად ესმის თუ რა ნიშნავს ჩემპიონად ყოფნა", - თქვა გრელამ.



Facebook კომენტარები