5 საათის და წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"ამან ხვიჩას მიმართ ყურადღება ოდნავ შეამცირა, მაგრამ მისი ამჟამინდელი ფორმა პირდაპირ ყვირის.." - AS

„პარი სენ-ჟერმენმა“ „ასტონ ვილა“ სუპერ თასის ფინალში 2:1 დაამარცხა და ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ანგარიში გახსნა, საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ამ ფინალის შემდეგ გამოცემა AS-მა ქართველს საინტერესო სტატია მიუძღვნა:

"კვარაცხელია მომენტს ჩაუსაფრდა და ბიზოს კარში რაკეტისებრად გაისროლა. ქართველმა შემტევმა მთელი მატჩი მაღალ ტემპში ჩაატარა და ყველას თავისი სენსაციური წინა სეზონი გაახსენა. 

"მართალია, მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების არყოფნამ მის მიმართ ყურადღება ოდნავ შეამცირა, მაგრამ მისი ამჟამინდელი ფორმა პირდაპირ ყვირის, რომ ის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტია", - წერს AS.

Facebook კომენტარები