ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილ მთავარ მწვრთნელს, იური სიომინს უეფას სუპერ თასის შეხვედრა უყურადღებოდ არ დაუტოვებია. „პარი სენ-ჟერმენმა“ „ასტონ ვილა“ 2:1 დაამარცხა და ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ანგარიში გახსნა, საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
"ხვიჩამ კიდევ ერთ თამაშში დაამტკიცა, რომ ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია. კვარაცხელიამ კიდევ ერთი ტიტული დაისაკუთრა. უკვე მიჭირს დავითვალო, 2026 წელს მან რამდენი თასი მოიგო.
"ასტონ ვილასთან მატჩი პარი სენ-ჟერმენისთვის რთული შეხვედრა იყო. ფეხბურთელთა მომზადების მხრივ დისბალანსი იგრძნობოდა. ფიზმომზადების კუთხით, ასტონ ვილა პსჟ-ზე მაღლა იყო, თუმცა ოსტატობამ და ხასიათმა პარიზულ კლუბს გაამარჯვებინა.
"ხვიჩამ საოცარი გოლი გაიტანა. ზოგადად, ამ ადგილიდან ის მეკარისგან შორეულ კუთხეში ურტყავს, თუმცა მცველი ამ მიმართულებას ბლოკავდა და მან ახლო კუთხეში დაარტყა", - თქვა სიომინმა.