1 საათის და 19 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"რეალურად რომ შევხედოთ, ჩემს თანაგუნდელებთან შედარებით, მე..." - რა თქვა ხვიჩამ

პარი სენ-ჟერმენმა სეზონის პირველი ტიტული მოიგო - უეფას სუპერთასის ფინალში პარიზულმა კლუბმა ასტონ ვილა 2:1 დაამარცხა.

შეხვედრაში პირველი გოლი კვარამ გაიტანა, მან ინგლისელთა კარი მე-20 წუთზე აიღო.

ხვიჩამ მატჩის შემდეგ ოქროს ბურთის შესახებ ისაუბრა:

"სეზონის ტიტულით დაწყება პოზიტიურია, გვინდა, რომ ყველაფრის მოგება ვცადოთ. ჩემს თანაგუნდელებთან შედარებით დასვენებისთვის მეტი დღე მქონდა, თუმცა, იმედი მაქვს, შემდეგ მუნდიალზე მეც ვითამაშებ... დრო მქონდა დასასვენებლად, კარგ ფორმაში ვარ, ბევრი ვიმუშავე, რომ სეზონისთვის დასაწყისისთვის მზად ყოფილიყავი.

ოქროს ბურთი? ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ასეთ ჯილდოს გიკავშირებენ, მაგრამ ამ გუნდში ბევრი ფეხბურთელია, რომელიც ოქროს ბურთს იმსახურებს. ბედნიერი ვარ, როგორი სეზონიც მქონდა. ზოგი ამბობს, რომ მეც ვიმსახურებ, ვნახოთ, რა მოხდება. ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგება? რთული იქნება, თუმცა, ამისთვის ყოველდღე ბევრს ვიმუშავებთ“, - თქვა კვარაცხელიამ.

Facebook კომენტარები