3 საათის და 14 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

ტრანსფერი დროის ამბავია! - სად ითამაშებს გიორგი ქოჩორაშვილი

ბოლო დღეებში ესპანურ პრესაში გიორგი ქოჩორაშვილთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება. 

ესპანური მედიის ინფორმაციით, „სევილიასა“ და ლისაბონის „სპორტინგს“ შორის მოლაპარაკებები გრძელდება, მხარეები შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან. 

„სევილიას“ ხელმძღვანელობა ცდილობს ქოჩორაშვილი ისეთი პირობებით დაიმატოს, რომ სხვა პოზიციების გაძლიერებაც შეძლოს და ფინანსური ფეირპლეის მოთხოვნები არ დაარღვიოს. 

ანდალუსიური გუნდის სამწვრთნელო შტაბს სურს, რომ ქოჩორაშვილი ლა ლიგის პირველი ტურისთვის უკვე მათ განკარგულებაში იყოს.

გამოცემა "A Bola" აქვე დასძენს, რომ ტრანსფერი უკვე დროის საკითხია.

Facebook კომენტარები