4 საათის და 36 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

ამ შედეგით ხვიჩამ მბაპე და მესი უკან ჩამოიტოვა - კვარას საოცარი შედეგი

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ჩემპიონთა ლიგის და მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფებში გაკეთებული გოლების დაჯამებული რაოდენობა.

აღსანიშნვია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ამ ცხრილში მესამე ადგილი ისე დაიკავა, რომ მუნდიალზე ერთი წუთიც არ ითამაშა.

ქართველმა ვარსკვლავმა პლეიოფში გატანილი 7 გოლით უკან ჩამოიტოვა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ლეო მესი და კილიან მბაპე არიან.

ამ მაჩვენებლით სიაში ლიდერობენ უსმან დემბელე და ჰარი კეინი, რომლებმაც, ხვიჩასგან განსხვავებით, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისე მსოფლიო ჩემპიონატზე პლეიოფში ითამაშეს.

ასე და ამგვარად, ხვიჩა კვარაცხელიას სახელსა და გვარს კვლავ უდიდესი ვარსკვლავების გვერდით ხვდებით.

Facebook კომენტარები