5 საათის და 2 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"ქართული ძალა, აი, ვინც გვჭირდება" - რას წერენ ბარსელონას ქომაგები მიქაუტაძის ტრანსფერზე

ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიის "ბარსელონა" გიორგი მიქაუტაძეს დაუკავშირდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე არაერთმა წყარომ დაადასტურა.

საგულისხმოა, რომ ამ ამბავს "ბლაუგრანას" უცხოელი ფანები გამოეხმაურნენ.

"ქართული ძალა, აი, ვინც გვჭირდება. ეს ძალიან კარგი ტრასნფერი იქნება.

"ვფიქრობ, ჟორჟი კვარასაც აჯობებს, რადგან ბარსელონას სწორედ მისნაირი გამტანი მოთამაშე სჭირდება.

"როგორ მოუხდება ჟორჟი ბარსას. ვილიარელში მას თვალს ვადევნებდი და საოცრად თამაშობს.

"ძალიან კარგი იქნება, თუ ეს ტრანსფერი დადასტურდება. ჟორჟი ფერან ტორესს, რა თქმა უნდა, სჯობს.

"ახლა ყველაზე მეტად ფორვარდი გვინდა. ჟორჟი კი ამ პრობლემას მოგვიგვარებს", - წერენ ბარსელონას ქომაგები.


Facebook კომენტარები