ესპანელი ჟურნალისტის ხავი მარტინეს ფელიპის ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძე "ბარსელონაში" შესაძლო ტრანსფერზე კატალონიელთა მთავარ მწვრთნელ ჰანსი ფლიკს ესაუბრა.
მან გერმანელ სპეციალისტთან ვრცელი მოლაპარაკებები გამართა და "ბლაუგრანაში"გადასვლაზე თანხმობა განუცხადა.
„ამ დროისთვის ქართველი ფორვარდი „ბარსელონასთვის“ სატრანსფერო ბაზარზე მეორე არჩევანია, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ის ფლიკის გუნდის მთავარ ცენტრფორვარდად ვიხილოთ“, - ამბობს ჟურნალისტი ხავი მარტინესი.
საგულისხმოა, რომ კატალონიელთათვის პრიორიტეტული კვლავ "ატლეტიკოდან" ხულიან ალვარესის წაყვანაა, თუმცა მადრიდელთა მოთხოვნილი თანხიდან და "ბლაუგრანას" მხრიდან შეთავაზებულიდან დიდი სხვაობაა და ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდოა და თანაც, "როხიბლანკოს" ფეხბურთელის გაშვება კონკურენტში არ სურს.