ცნობილმა ბრიტანულმა ინტერნეტ-გამოცემამ, The Independent-მა „ოქროს ბურთის“ მოგების მთავარი ფავორიტები დაასახელა.
ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგების მთავარი ფავორიტად გამოცემა „მანჩესტერ სიტისა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველს, როდრის მიიჩნევს, რომელმაც „ფურია როხასთან“ ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
საუკეთესო სამეულში ასევე მოხვდნენ ჰარი კეინი („ბაიერნი“ და ინგლისი) და ლამინ იამალი („ბარსელონა“ და ესპანეთი).
აღსანიშნავია, რომ The Independent-ის მიერ შედგენილ რეინტინგში ვერ მოხვდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო და ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის MVP გახდა.
საუკეთესო ათეული კი ასეთია: როდრი, ჰარი კეინი, ლამინ იამალი, კილიან მბაპე, ლიონელ მესი, უსმან დემბელე, ერლინგ ჰოლანდი, ჯუდ ბელინგემი, მაიკლ ოლისე, ვინისიუს ჟუნიორი.