როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნის შემდეგ თბილისის იბერია ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადავიდა, სადაც ჩრდილო ირლანდიურ ლარნეს შეხვდება.
გუნდებს შორის პირველი მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.
უეფას საპრიზო ფონდის მიხედვით საქართველოს მოქმედი ჩემპიონი დიდ ფინანსურ სარგებელს მიიღებს.
იმ შემთხვევაში თუ იბერია, ევროპის ლიგის დარჩენილ ორ ეტაპს წარმატებით გაივლის და ლიგის ფაზაში მიიღებს მონაწილეობას ქართული გუნდი 4.5 მილიონ ევროს მიიღებს.
იმ შემთხვევაში კი, თუ იბერია ვერ შეძლებს ევროპის ლიგაზე კვალიფიცირებას, თუმცა მოხვდება კონფერენს ლიგის ფაზაში, საპრიზო თანხა 3.17 მილიონი ევრო იქნება.
ვერც ერთ ევროტურნირზე მოხვედრის შემთხვევაში იბერია ჯამში 1.5 მილიონ ევროს მიიღებს.