53 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

გიორგი ლორიასა და თემურ ქეცბიას შორის სიტუაცია დაიძაბა

ვილნიუსიდან დაბრუნების შემდეგ თემურ ქეცბაიასა და გიორგი ლორიას შორის დინამო თბილისის ბაზაზე დაძაბული საუბარი შედგა.

Geo Team-ის ინფორმაციით, თემურ ქეცბაიამ დინამო თბილისიდან გიორგი ლორიას გაშვება გადაწყვიტა. 

გადაწყვეტილების შესახებ მთავარმა მწვრთნელმა გუნდს თეორიაზეც აცნობა.

ამ მომენტისთვის უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს დინამო თბილისის ხელმძღვანელობა.

2009-2014 წლებში ერთად საქართველოს ნაკრებში, 2019-2022 წლებში ერთად ანორთოსისში. მწვრთნელის და ფეხბურთელის მრავალწლიანი ურთიერთობა დაიძაბა..


Facebook კომენტარები