1 საათის და 38 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

მატჩი შესაძლოა გადაიდოს - საბოლოოდ რა გადაწყდა იბერიას არეულობის შესახებ

„იბერიას“ დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოუგვარეს სავიზო პრობლემა და გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიაში გაფრინდება, თუმცა ორ ნაწილად – ეს ინფორმაცია საქართველოს პირველი არხისთვის გახდა ცნობილი.

კლუბმა თავიდან ჩარტერული რეისი იქირავა, რომელიც სავიზო გაურკვევლობების გამო გაუქმდა. საქართველოს ჩემპიონის ადმინისტრაციას ახალი თვითმფრინავის ქირაობამ მოუწია, რომლითაც გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიაში გაემგზავრება.

პირველ დელეგაციაში 16 მოთამაშე იქნება – ეს რეისი დღეს 23:00 საათზე გაფრინდება, მეორე ნაწილი კი (სტაფის ნაწილი, მენეჯმენტი და დანარჩენი ფეხბურთელები, რომელთა სავიზო საკითხები წყდება) ღამე გაემგზავრება და ხვალ შუადღეს ჩაფრინდება.

ამავე დროს, „იბერიამ“ უეფას საშეჯიბრო კომიტეტს მომხდარზე აცნობა და სთხოვა, რომ თამაში ერთი დღით გადადოს, რადგან გუნდი ასეთ ექსტრემალურ ვითარების გამო თამაშისთვის ნორმალურად მომზადებას ვერ შეძლებს.

საქართველოს ჩემპიონი ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნესთან“ პირველ შეხვედრას 4 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე გამართავს. ორმატჩიანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, „იბერია“ მინიმუმ კონფერენსლიგის ჯგუფში თამაშს გაინაღდებს.

წყარო: 1 არხი სპორტი

Facebook კომენტარები